შევროლეს ისტორია

როგორ დაიწყო ყველაფერი

 

კომპანია Chevrolet შეიქმნა 1911 წლის 3 ნოემბერს. მისი დამფუძნებლები იყვნენ ამერიკელი ბიზნესმენი უილიამ დიურანტი, რომელიც იმ მომენტისთვის ასევე კორპორაცია General Motors - ის თანამესაკუთრე იყო და ლუი შევროლე - შვეიცარიელი წარმოშობის ავტომრბოლელი, მექანიკოსი და მანქანათმშენებელი.

 

Chevrolet -ს ბრენდის ფილოსოფია

 

რთული არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, რომ ლუი შევროლეს მთავარ გატაცებას ავტომობილები წარმოადგენდნენ. ერთხელ მრბოლელმა ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, მათ შორის იყო უილიამ დიურანტი. ბიზნესმენს კარგი მარკეტინგული ხედვა გააჩნდა, მან იფიქრა, რომ მრბოლელის სახელთან ბრენდის დაკავშირება გაზრდიდა გაყიდვებს, ამიტომაც კომპანიას ლუის საპატივცემულოდ Chevrolet დაარქვა.

 

კომპანია თავდაჯერებულად მიიწევდა წარმატებისკენ, თუმცა დიურანტის და შევროლეს შეხედულებები ბრენდის ფასეულობის მხრივ განსხვავდებოდა. 1915 წელს დიურანტმა გადაწყვიტა პარტნიორისგან წილი გამოესყიდა. ავტომობილების გაყიდვები კვლავ ზრდას განაგრძობდა, ასეთმა წარმატებამ უილიამ დიურანტს ბიძგი მისცა  General Motors - ის საკონტროლო პაკეტი შეეძინა და 1916 წელს უმსხვილესი კორპორაციის სათავეში მოსულიყო. Chevrolet - ს ბრენდი კი General Motors -ის ქვეგანყოფილება გახდა.

 

უილიამ დიურანტი

 

1920 წელს დიურანტმა General Motors - ი დატოვა. ბიზნესმენმა შექმნა კიდევ ერთი საავტმობილო კომპანია და გახდა Wall Street - ის ყველაზე მსხვილი ინვესტორი, თუმცა 1929 წელს საფონდო ბაზარი განადგურდა, რაც ნეგატიურად აისახა ბიზნესზე. 7 წლის შემდეგ უილიამ დიურანტი გაკოტრდა, იგი 1947 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს ნიუ იორკის ვუდლონის სასაფლაოზე.

 

დიდი დეპრესიის პერიოდში ლუი შევროლემ სრულად დაკარგა კუთვნილი ქონება. იმისათვის, რომ თავი ერჩინა Chevrolet-ს ქარხანაში ზეინკლად დაიწყო მუშაობა.

პირველი ავტომობილი და ინოვაციები

 

პირველი ავტომობილი, რომელიც შევროლემ გამოუშვა იყო C Classic Six სერიის მსუბუქი ავტომობილი. 6 ცილინდრიანი 4,9 ლ მოცულობის ძრავით და 40 ცხენის ძალით, რომელსაც შეეძლო აჩქარება 65 მილი/სთ-მდე სიჩქარით (დაახლოებით 104,6 კმ/სთ).

 

Chevrolet C Classic Six სერია

 

C Classic Six სერია ელექტრო ფარებით და სტარტერით აღჭურვეს. Chevrolet-ს მარკის ავტომობილებს უკვე ჰქონდათ ის ტექნოლოგიები, რომლებიც  იმ კონკრეტულ დროში მხოლოდ ძვირადღირებული ავტომობილებისთვის იყო განკუთვნილი.

 

Chevrolet განაგრძობდა ინოვაციების დანერგვას ავტომობილებში შემდეგი მახასიათებლებით: უსაფრთხოების ელექტრონული სისტემა, მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, საწვავის ემისია და გამძლე მინა. ამ ბრენდის მიერ წარმოებული მანქანები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

 

მცირე ბლოკი V-8

 

ავტომობილის წარმოება უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ოთხ და ექვსცილინდრიანმა ძრავებმა ეფექტურობით და გამძლეობით გაითქვა სახელი. 1955 წელს წარმოების ახალი ეპოქა დაიწყო და Chevrolet-ს აღჭურვა მცირე ბლოკის V-8 ძრავით გაგრძელდა.

მომდევნო 50 წლის განმავლობაში, ეს კონკრეტული ძრავა გამოყენებული იყო  მილიონობით მანქანის წარმოებაში. მისი "მემკვიდრე" ახალი თაობის მცირე ბლოკის V-8 ძრავა, კვლავ გამოიყენება სპორტულ მოდელებში Corvette, Camaro SS, ასევე ზოგიერთ SUV-სა და სატვირთო მანქანაში.

მცირე ბლოკის V-8 ძრავის მახასიათებლებმა Chevrolet ლიდერი გახადა მოტოსპორტის ყველა სახეობაში. რბოლებზე Chevrolet-ს ბოლიდები გახდნენ ცნობილი ავტობრენდების მთავარი კონკურენტები.