Chevrolet Tracker - სპორტული და თავდაჯერებული კომპაქტური ქროსოვერი გთავაზობთ კომფორტს, გასაოცრად ფართე ინტერიერს და
ახალ შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვანია თქვენი შემდეგი ქალაქური თავგადასავლებისთვის. სპორტული სტილი, დახვეწილი
ინტერიერი, ხელმისაწვდომი უახლესი ტექნოლოგიები, უსაფრთხოების სისტემები და გართობის ფუნქციები ერთიანდება ამ ავტომობილში.
Tracker-ი მზადაა გამოგზაუროთ თქვენი ქალაქის ნებისმიერ წერტილში.
Chevrolet Tracker ხასიათდება კომპაქტური გაბარიტებით, ქროსოვერი წარმოადგენს იდეალურ თანამგზავრს როგორც ქალაქში, ასევე ბუნებაში
მოგზაურობისას. დიზაინერებმა ავტომობილის შექმნისას მას სპორტული იერი და ხასიათი შესძინეს, ორ კომპონენტიანი ცხაურა და გამოკვეთილი
ბამპერი ავტომობილს დინამიურს და სპორტულს ხდის.
თანამედროვე ინტერიერი კომფორტს და მართვისთვის მარტივ გადაწყვეტილებებს გთავაზობთ, ცენტრალურ კონსოლზე განთავსებულ ფართე
მონიტორზე გამოდის მძღოლისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ფუნქციები. საჭის კონტროლის ღილაკები უფრო ფუნქციურს ხდის ავტომობილს,
ხოლო პანორამული ლუქის დამსახურებით ინტერიერი ბევრად ნათელია.