მფლობელთათვის
ახალი ავტომობილის გარანტია
თუ თქვენს ავტომობილს შეექმნა პრობლემა (გაუმართაობა), უნდა დაუკავშირდეთ ავტორიზებულ დილერს პრობლემის დიაგნოსტიკისა და ავტომობილის შეკეთების მიზნით. ავტორიზებულ დილერს, ვისგანაც შეიძინეთ თქვენი ავტომობილი, აქვს საკმარისი ინფორმაცია თქვენი მანქანის შესახებ და მზად არის ემსახუროს თქვენს ინტერესებს.
ავტომობილის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად და გარანტიის შესანარჩუნებლად, აუცილებელია დაიცვათ ავტომობილის სწორი ექსპლუატაციის ყველა წესი და მწარმოებლის რეკომენდაციები, ასევე ტექნიკური მომსახურების დადგენილი გრაფიკი.
საგარანტიო პერიოდი
გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ ავტომობილზე, რომელიც გაიყიდება ავტორიზებული დილერების მეშვეობით და დაცული იქნება ექსპლუატაციის პირობები სწორად, მყიდველის სახელზე რეგისტრაციის დღიდან 36 თვის მანძილზე ან ავტომობილით 100,000 კმ-ის გავლისას, რომელი პირობაც ადრე შესრულდება. გარანტია ვრცელდება კონკრეტულ ავტომობილზე და არ არის დაკავშირებული მფლობელთან. ავტომობილის გაყიდვისას გამყიდველმა უნდა გადასცეს სერვისის წიგნი ახალ მფლობელს და აცნობოს ავტორიზებულ დილერს ინფორმაცია ახალი მფლობელის და ავტომობილის გადაცემის შესახებ. ავტომობილის ახალ მფლობელს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში იგივე უფლებები და პირობები აქვს, როგორც პირველ მფლობელს.
საგარანტიო პირობები
გარანტია მოქმედებს 36 თვის განმავლობაში ავტომობილის პირველადი რეგისტრაციის დღიდან, იმ პირობით, რომ გარბენი ამ პერიოდის განმავლობაში არ აღემატება 100,000 კმ-ს. საგარანტიო სახელმძღვანელოში მითითებულია ექსპლუატაციის და მოვლის წესები. მფლობელი ვალდებულია, ავტომობილის ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ავტორიზებულ დილერს, ავტომობილთან ერთად წარუდგინოს სერვისის წიგნი (შევსებული და ხელმოწერილი დილერის მიერ, რომელმაც გაყიდა მანქანა პირველი რეგისტრაციის დროს). პრობლემების აღმოსაფხვრელად, შეკეთებისა და პერიოდული მოვლისთვის, ავტომობილის მფლობელს შეუძლია დაუკავშირდეს ოფიციალურ დილერს.
იმისთვის,რომ ავტომობილზე გავრცელდეს საგარანტიო პირობები,აუცილებელია შესრულდეს მასში მითითებული მოვლის წესები. საგარანტიო პერიოდის დროს აუცილებელია დილერთან ყოველი ვიზიტისას დაფიქსირდეს შესრულებული სამუშაო საგარანტიო წიგნაკში. დილერი საგარანტიო პერიოდში ავტომობილის გაუმართაობისას ახდენს შესაბამისი პრობლემის აღმოფხვრას დაზიანებული დეტალის აღდგენით, თუ კი შეუძლებელია აღდგენა დეტალის ჩანაცვლებით. ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია აცნობოს ავტორიზებულ დილერს პრობლემის შესახებ.
ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას ავტომობილის გაუმართაობასთან ან ავარიასთან დაკავშირებული ყველა რისკი ეკისრება ავტომობილის მფლობელს.
საგარანტიო პერიოდში დაყენებულ ნაწილებზე ვრცელდება იგივე გარანტია, რაც ავტომობილზე (ანუ, გარანტიით შეცვლილი ნაწილების საგარანტიო პერიოდი იწურება ავტომობილის გარანტიის პერიოდის ამოწურვისას), 11 პუნქტში ჩამოთვლილი კომპონენტების გამოკლებით (ძირითადი აგრეგატები). უფასოდ შეცვლილი ჩანაცვლებული ნაწილები რჩება უფლებამოსილ დილერთან და წარმოადგენს მის საკუთრებას.
ავტომობილის საბურავებზე გარანტია არ ვრცელდება.
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ტექნიკური მომსახურების შესრულებისას გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ავტორიზებული დილერებისგან შეძენილი ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.
საგარანტიო შეკეთების მოთხოვნის უფლება ძალადაკარგულად ითვლება პირველ პუნქტში მითითებული საგარანტიო პერიოდის დასრულებისას.
თუ მფლობელმა განაცხადა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, მაგრამ აღნიშნული გაუმართაობები არ აღმოიფხვრა გარანტიის პერიოდის გასვლამდე, მაშინ აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნის უფლება გაგრძელდება ავტომობილის საგარანტიო პერიოდის გასვლიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, შესაბამისად ვადის ამოწურვის შემდგომ სრულდება დილერის მხრიდან ხარვეზის გამოსწორების ვალდებულებები. საგარანტიო პრეტენზიის დაფიქსირებისას დილერმა უნდა შეიმუშაოს ყველა შესაძლო ვარიანტი შპს UZAUTO MOTORS -თან პრობლემის გადასაჭრელად. ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნაზე გადადის დილერზე, თუმცა დილერი თავისუფალია პასუხისმგებლობისგან ხარვეზის დაფიქსირებიდან 6 თვის შემდეგ.
საგარანტიო მოთხოვნები ძალაში იქნება, თუ:
- ავტომობილის მფლობელი იცავს მანქანის საგარანტიო მოვლის წესებს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
- ყველა პერიოდული ტექნიკური სამუშაოები ტარდება დროულად სერვისის წიგნის შესაბამისად და მხოლოდ ავტორიზებული დილერის მიერ;
- სარემონტო და ტექნიკური სამუშაოები აღირიცხება მომსახურების წიგნში და დასტურდება შესაბამისი ჩანაწერით.
- ავტომობილის ნებისმიერი გაუმართაობა უნდა აღმოიფხვრას უფლებამოსილ დილერთან.
- საგარანტიო მომსახურეობა და გაუმართაობის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში.
საგარანტიო პირობით, ავტომობილის ისეთი ძირითადი აგრეგატების შეცვლისას, როგორიცაა:
1) ძრავი
2) გადაცემათა კოლოფი
შეცვლილი ძირითადი აგრეგატების საგარანტიო პერიოდი გრძელდება ავტომობილის საგარანტიო პერიოდის დასრულებამდე.
საგარანტიო პერიოდში შესრულებული შეკეთება დასტურდება ავტორიზებული დილერის მიერ დოკუმენტალურად. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს სერვისის წიგნის დანართებს. საგარანტიო სამუშაოები აღირიცხება სერვისის წიგნში.
აღნიშნული გარანტია არ ფარავს მესაკუთრის მიერ გაწეულ ეკონომიკურ ზარალს ან დამატებით ხარჯებს. ასეთი ხარჯები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
- ექსპლუატაციის დროებითი შეუძლებლობა (მანქანის დაქირავების ხარჯების ჩათვლით);
- ავტომანქანით სარგებლობის უხერხულობისთვის კომპენსაცია;
- მანქანის შენახვის ხარჯები;
- დროის ან მოგების დაკარგვის კომპენსაცია;
- მანქანის შენახვის ხარჯები;
- საცხოვრებლის, კვების და სხვა საგზაო ხარჯები (ბუქსირების, ევაკუატორის მომსახურება).
საგარანტიო პირობების დარღვევა
- არარეკომენდირებული საწვავის ჩასხმისას (იხილეთ რეკომენდირებული საწვავის ტიპი მფლობელთა სახელმძღვანელოში);
- ავტომობილი დროულად არ გადის გეგმიურ შემოწმებას ან სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მითითებულია ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში და მომსახურების წიგნში, ან თუ ეს სამუშაოები ან ინსპექტირება შესრულდა არაავტორიზებული დილერის მიერ;
- გაუმართაობა გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების არასათანადო ექსპლუატაციით, ავარიით, ავტომობილის დიზაინის ცვლილებით ან მასზე დამატებითი აღჭურვილობის დაყენებით, მწარმოებლის მიერ დაუმტკიცებელი და მწარმოებელთან შეუთანხმებელი მოდიფიკაციით ან გადაკეთებით. ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლა/მოდიფიკაციით ან რომელიმე ელექტრონული მოწყობილობის შეცვლა/მოდიფიკაციით. ნებისმიერი ჩარევა, რაც არ არის რეკომენდირებული ქარხანა მწარმოებლის მიერ, მსგავსი ქმედებები იწვევს გარანტიის გაუქმებას ან შეზღუდვას. (თუ გაუმართაობა დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ შემთხვევებთან, ავტომობილის გარანტია უქმდება);
- თუ ავტომობილი მონაწილეობს რბოლებში ან სპორტული შეჯიბრებებში, ან გამოიყენება მართვის შესასწავლად;
- თუ გაუმართაობა არის სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგი.
-თუ სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN) და/ან ძრავის ნომრის დადგენა შეუძლებელია, ან ისინი არ შეესაბამება სერვისის წიგნში მითითებულ ნომრებს.
საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე: მექანიკური დაზიანებით, ბუნებრივი ცვეთით ან დაზიანების გამო გარე მექანიკური და/ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად გამოწვეულ შემთხვევებზე. (მაგალითად, უბედური შემთხვევა, ცხოველის მიერ მიყენებული დაზიანება ან მცენარეული მასალების გამოყენებისას, მარილის ზემოქმედებით, სტიქიური ზემოქმედბის შედეგად - სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა, ან გზის ნამსხვრევები, ქვიშა, სამრეწველო დაბინძურება).
შემთხვევები, როდესაც მწარმოებლის გარანტია არ ვრცელდება:
- ავტომობილის მფლობელს არ მიუღია ზომები ტექდათვალიერების დროს ავტორიზებული დილერის მიერ აღმოჩენილი გაუმართაობის აღმოსაფხვრელად. არ მიმართა შეკეთებაზე ან თუ შეაკეთა იყო უხარისხო, ან დამონტაჟდა შეუსაბამო სათადარიგო ნაწილი, ან შეკეთება მოხდა იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ავტორიზებული დილერი.
- შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება შესრულდა სადილერო ქსელის გარეთ.
- სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟდა ნაწილები, აქსესუარები ან მოხდა ავტომობილის მოდიფიკაცია, რომლებიც არ იყო რეკომენდირებული/დამტკიცებული მწარმოებლის მიერ.
- არ შესრულდა სახელმძღვანელოში მითითებული საექსპლუატაციო რეკომენდაციები, სერვისის წიგნში ჩამოთვლილი გეგმიური შემოწმება სრულად არ განხორციელებულა ან არ იყო სათანადოდ დამოწმებული. მანქანის მფლობელმა დაუყოვნებლივ არ შეატყობინა დილერს დეფექტების შესახებ ავტომობილის ყიდვისას. ან მოგვიანებით აღმოჩენილი დეფექტის შესახებ დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდა უფლებამოსილ დილერს აღმოჩენილი გაუმართაობის აღმოსაფხვრელად.
- თუ ავტომობილის მფლობელმა გამოიყენა საპოხი მასალები, საწვავი ან სხვა ტექნიკური სითხეები, რომლებიც არ იყო მითითებული ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში ან იყო არაადეკვატური ხარისხის.
ქვემოთ ჩამოთვლილ ავტომობილის კომპონენტებს აქვთ უფრო მოკლე საგარანტიო პერიოდი:
არაუმეტეს 50,000 კმ-ის ექსპლუატაციის ვადით ან არაუმეტეს 12 თვისა ავტომობილის პირველადი რეგისტრაციისას, რომელი პირობაც ადრე შესრულდება:
- სავალი ნაწილის საკისრები;
- რეზინის მილისა (ვტულკა);
- ძირითადი აგრეგატების ბალიშები (გადაცემათა კოლოფი, ძრავი);
- კარდანზე და მის ჯვარედინაზე;
- არაუმეტეს 20,000 კმ-ის ექსპლუატაციის ვადით ან არაუმეტეს 12 თვისა (რომელი პირობაც ადრე შესრულდება), ავტომობილის პირველადი რეგისტრაციისას:
- წინა და უკანა ამორტიზატორი;
- გათბობის და კონდიცირების სისტემის ნაწილები (12 თვე გარბენის მიუხედავად);
- გამონაბოლქვი სისტემის ნაწილები (გარდა კატალიზატორისა);
- ყველა სახის ჟანგბადის სენსორები;
- ყველა სახის ტროსი (საპარკინგე მუხრუჭი, გადაბმული, გადაცემათა კოლოფი);
- მექანიზმები და ელექტროძრავები ელექტრო ფანჯრებისთვის, საქარე მინის საწმენდები და სარკეები;
- ძარის დეკორატიული საფარი ( წინა ცხაური, გვერდითი მოლდინგები და ა.შ);
- ავტომობილის საღებავი;
- საწვავის ტუმბო, საწვავის დონის ინდიკატორი სენსორები და ინჟექტორი საწვავის სისტემის;
- ავტომობილის სალონზე და მის ნაწილებზე;
- აუდიო სისტემა;
- აკუმულატორი;
- საჭის მექანიზმზე და მის შემადგენელ ნაწილებზე.
სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკური კომპონენტებისთვის (კვანძები და აგრეგატები), რომლებიც ექვემდებარება ბუნებრივ ცვეთას, გარანტიის ვადა დგინდება არაუმეტეს 3 თვისა, ავტომობილის პირველ მყიდველზე დარეგისტრირების დღიდან ან 2000 კმ გავლამდე (რომელი პირობაც პირველი შესრულდება):
ფილტრები; |
მუხრუჭის ხუნდები; |
მუხრუჭის დისკები და დოლურები; |
მოჭიდების მექანიზმის დისკზე, ქუროზე და საკისარზე; |
აალების სანთლები; |
ღვედები; |
მინა; |
მინის საწმენდი ჯაგრისები; |
ნათურები; |
მცველები; |
საკონტაქტო კვანძები; |
ჩობალი; |
მილები და მილების გადამყვანები; |
ყუმბარის მტვერდამცავი; |
წინა და უკანა საქარე მინის წყლის მისასხმელი თავაკები; |
საღებავი დისკებზე და დისკის ხუფებზე; |
გამონაბოლქვი აირების კატალიზატორი. |
- თუ დაზიანება გამოწვეულია გარე მექანიკური და/ან ქიმიური ზემოქმედებით (მაგალითად, უბედური შემთხვევა, ცხოველის მიერ მიყენებული დაზიანება ან მცენარეული მასალების გამოყენებისას, მარილის ზემოქმედებით, სტიქიური ზემოქმედბის შედეგად - სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა, ან გზის ნამსხვრევები, ქვიშა, სამრეწველო დაბინძურება).
- ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევევის გარდა სხვა მსგავს შემთხვევებში.
- ოდომეტრის გარბენის მაჩვენებელი იყო შეცვლილი, ან მანქანის რეალური გარბენის დადგენა ცალსახად შეუძლებელია.